ka | en
TSU

გენომური პარამეტრების შესწავლა ძუძუს კიბოს დროს

ავტორი: თამარ სიგუა
ანოტაცია:

თითოეული აკროცენტრული ქრომოსომის მოკლე მხრის ტელომერულ უბანს აქვს ,,თანამგზავრი“, ეგრეთ წოდებული ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონი (NOR), რომელიც წარმოადგენს ჰეტეროქრომატინს. ადამიანიში ეს უბნები (NOR) შეიცავს ≥600 რიბოსომული რნმ-ის გენების ასლებს. ამ ასლების მხოლოდ ~50% არის ტრანსკრიბირებადი. ზოგიერთი ქრომატიდის „თანამგზავრები“ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და ქმნიან ,,თანამგზავრულ ასოციაციებს“. ასოციაციები ყოველთის ტრანსკრიპციულად აქტიურია. ბირთვაკის ორგანიზატორების მუშაობის კანონზომიერებათა შესწავლა სხვადასხვა ორგანოთასიმსივნური ცვლილებების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი შრომის მიზანს წარმოადგენდა ძუძუს სადინროვანი კიბოთი დავადებული ინდივიდების უჯრედებში აქტიური ბირთვაკის ორგანიზატორებისა და აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირის განსაზღვრა, ლიმფოციტების კულტივირების მეთოდის, Ag- და G- ბენდირების მეთოდის, და IKAROS -ის კარიოტიპირების სისტემის გამოყენებით; მოცემული მეთოდების ერთობლივად გამოყენება, საშუალებას მოგვცემდა დაგვედგინა აღნიშნული ძუძუს კიბოს შემთხვევაში თუ რომელი ქრომოსომის რიბოსომული ცისტრონების აქტიურობა იყო გაზრდილი. ჩვენს მიერ დადგინდა, რომ ჰომოლოგიური ქრომოსომათა 15:15 და 21:21 ქრომატიდების „თანამგზავრული“ უბნების ასოციაციებში შესვლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად იყო მომატებული ძუძუს კიბოთი დაავადებულ ინდივიდებში, ჯანმრთელ ინდივიდთა საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებელთან შედარებით (p <0.01). ჩვენი მონაცემები მიუთითებენ, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულებში 15:15 და 21:21ქრომოსომების ქრომატიდების „თანამგზავრებს“ ახასიათებთ განსხვავებული აქტივობა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. აკროცენტრულ ქრომატიდთა რიბოსომული ცისტრონების შესწავლა და მათი როლი პათოლოგიებიში არის მედიცინის ახალი მიმართულება, რომელიც გზას ხსნის მომავალში დაავადების დიაგნოსტირების ახალი მიდგომისა და მკურნალობის ახალი სტრატეგიის განსაზღვრისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com