ka | en
ავტორიზაცია
დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვი აირების შესწავლა
ავტორი: ლია კარადურმუშსაკვანძო სიტყვები: დიზელი, ბენზინი, გამონაბოლქვი აირი, ოზონი, მაღალმდუღარე ორგანული ნაერთები
ანოტაცია:
ავტომობილების გამონაბოლქვს დიდი წვლილი შეაქვს ატმოსფეროს ჰაერის დაბინძურებაში. გამონაბოლქვში არსებული ზოგიერთი ნივთიერება პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ზოგიერთი ნივთიერება კი ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება, ასეთია მაგალითად ოზონი. ის მეორეული დამაბინძურებლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჰაერში მისი ზდკ-ზე მაღალი კონცენტრაციები ძალიან დიდი ზიანის მომტანია ადამიანის სასუნთქი სისტემისა და ზოგადად სიცოცხლისათვის. ამ შრომის მიზანია ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვი აირების შესწავლა და იმის გამორკვევა თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი ჰაერის ხარისხსა და ფოტოოქსიდანტების წარმოქმნაზე