ka | en
ავტორიზაცია
ჰაბლის მუდმივას პრობლემა რეკომბინაციის ახალი კვაზი-მოლეკულური მექანიზმის ფონზე
ავტორი: რევაზ ბერაძესაკვანძო სიტყვები: ჰაბლის მუდმივა, არასტანდარტული რეკომბინაცია
ანოტაცია:
ახლახანს შემოთავაზებული, რეკომბინაციის არასტანდარტული, კვაზი-მოლეკულური მექანიზმის მიხედვით, ახლომდებარე პროტონის გათვალისწინება ზრდის წყალბადის იონიზაციის ენერგიას და ამცირებს მისი რეკომბინაციის სიჩქარეს. ფონური მიკროტალღური გამოსხივების (CMB) მონაცემებზე დაყრდნობით, სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში ამ ორი ეფექტის გათვალისწინებამ შესაძლოა მოგვცეს შედარებით დიდი მნიშვნელობა სამყაროს ამჟამინდელი გაფართოების სიჩქარისათვის და გადაჭრას ჰაბლის მუდმივას პრობლემა. გარდა ამისა, რადგანაც კვაზი-მოლეკულური მექანიზმის მიხედვით რეკომბინაცია უფრო ადრე დაიწყო, CMB-დან მიღებული მატერიის სიმკვრივე ადრე ნავარაუდევზე ნაკლები გამოდის, რამაც შეიძლება ახსნას ე.წ. სიგმა-8 (σ_8) პრობლემაც.