ka | en
ავტორიზაცია
მეტეორიტები:ტიპები,მორფოლოგია,წარმოშობა და მინერალოგია
ავტორი: მიხეილ არჯევანიძესაკვანძო სიტყვები: მეტეორიტები, ქონდრიტები, აქონდრიტები, მეზოსიდერიტი, პალასიტი, ოლივინი, ენსტატიტი, კამაციტი, ტენიტისტიშოვიტი, კოესიტი
ანოტაცია:
მეტეორს,რომელიც დედამიწის ზედაპირზე ჩამოვარდა,მეტეორიტი ეწოდება.მეტეორიტები სამი ტიპისაა:ქვის,რკინისა და რკინა ქვის.მეტეორიტებს სხვადასხვა ფორმა აქვს:კონუსისებრი,ჭურვისებრი,უსწორმასწორო ნატეხოვანი.ქვის მეტეორიტები იყოფა ქონდრიტებად და აქონდრიტებად.რკინის ქვის მეტეორიტები იყოფა პალასიტებად და მეზოსიდერიტებად.რკინის მეტეორიტებს რკინისა და ნიკელისგან ჩამოყალიბებული სტრუქტურა აქვს.სტრუქტურის მიხედვით განარჩევენ:ოქტაედრიტებს,ჰექსაედრიტებსა და ატაქსიტებს.მეტეორიტებში ვხვდებით მინერალებს:ოლივინს,ენსტატიტს,სტიშოვიტს,კოესიტს,კამაციტს,ტენიტს და სხვა.მეტეორიტები წარმოადგენენ თვითნაბადი რკინის ნახშირბადის,ნიკელის მადანს,რომლებთანაც დაკავშირებულია მათი პრაქტიკული გამოყენება.