ka | en
TSU

კაოლინიტი:მინერალოგია.გენეზისი,გავრცელება და გამოყენება.

ავტორი: თენგიზ შუბითიძე
საკვანძო სიტყვები: კაოლინიტი, თიხა, ფილოსილიკატი, ფაიფური
ანოტაცია:

კაოლინიტი Al 2 Si 2 O 5 (OH) 4 , კაოლინიტური თიხების ძირითადი ქანმაშენი მინერალია. ის მიეკუთვნება ფილოსილიკატებს /შრეებრივი სტრუქტურის სილიკატებსა და ალუმოსილიკატებს ორშრიანი პააკეტებით/. ბუნებაში გავრცელებულია მკვრივი, წვრილდისპერსიული, მასიური, ფხვნილისებრი, მიწისებრი აგრეგატებისა და იშვიათად ნადენი ფორმების სახით. კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. განასხვავებენ პირველად და მეორადი წარმოშობის კაოლინიტებს. პირველი მათგანი ჩნდება ალუმოსილიკატების დაშლის ხარჯზე, მეორე - პირველადი კაოლინიტური ქანების გადარეცხვით, ქარის ან წყლის მიერ გადატანით და მისი შემდგომი დალექვით. კაოლინიტის საბადოები, საქართველოში, ცნობილია იმერეთში (ქუთაისის, ტყიბულის, ძირულის მასივის საბადოების ჯგუფი), გურიაში (ოზუგეთის რაიონის საბადოების ჯგუფი), ქვემო ქართლში (ბოლნისის საბადოების ჯგუფი) და სხვ. კაოლინიტს, იყენებენ ფაიფურისა და კერამიკის წარმოებაში, სამშენებლო საქმეში, ქაღალდისა და რეზინის მრეწველობაში; საღებავების, ოლიფის, ლინოლეუმის, ცეცხლგამძლე აგურების დასამზადებლად და სხვ.


მიმაგრებული ფაილები:

კაოლინიტი:მინერალოგია.გენეზისი,გავრცელება და გამოყენება. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com