ავტორიზაცია
Vδ1 და Vδ2 T უჯრედების ფენოტიპური თავისებურებები, თოლლ-მსგავსი რეცეპტორების ექსპრესია და ფუნქცია ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში.
ავტორი: თეკლე ყალიჩავასაკვანძო სიტყვები: ფილტვის ტუბერკულოზი, γδT უჯრედები, იმუნოპათოგენეზი, იმუნოფენოტიპირება.
ანოტაცია:
ტუბერკულოზი მსოფლიო ჯანდაცვის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. საქართველო მიეკუთვნება ტუბერკულოზის მაღალი სიხშირის მქონე ქვეყანების რიცხვს. 2018 წელს ქვეყანაში ტუბერკულოზის სულ 2590 შემთხვევა (100 000 კაცზე 69.5 შემთხვევა) დარეგისტრირდა პენიტენციალური სექტორის ჩათვლით. ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებისა და რეციდივების 2.0% დაფიქსირებულია პენიტენციურ სისტემაში (2017 წელს - 2.8%). 2018 წელს ყველა ფორმის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების 78,6% ფილტვის ტუბერკულოზზე მოდიოდა. ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების მიუხედავად, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული ტუბერკულოზის ინციდენტობისა და სიკვდილობის შემცირების მიმართულებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ტუბერკულოზი კვლავ სახელდება ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლებში წამყვან მიზეზად განვითარებად ქყეყნებში. საქართველოში, ტუბერკულოზის საგანგაშო სიხშირის გამო MDR-ის მაღალი წილით, Mycobacterium tuberculosis იმუნური რეაქციის შესწავლას შესაძლო იმუნოთერაპიის მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პროექტი მიზნად ისახავს შევისწავლოთ ტუბერკულოზის ინფექციის ზეგავლენა γδ T უჯრედების ქვეპოპულაციებზე. Mycobacterium tuberculosis ინფექციის ამოცნობაში ჩართულია იმუნური კომპონენტები, ამ მხრივ, ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა γδ T უჯრედები მათი მნიშვნელობის გამო, ამ მიკროორგანიზმების მეთვალყურეობასა და/ან რეზისტენტულობაში. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს γδ T უჯრედების ქვეტიპების, Vδ1 და Vδ2 T უჯრედების აქტივაციის, ექსპანსიის, განსახლების დადგენა და მეხსიერების Vδ1 და Vδ2 T უჯრედების განსაზღვრა ფენოტიპური ანალიზით. ყურადღება გავამახვილეთ Vδ2-ქვეტიპის გააქტიურებაზე აქტივაციის მარკერი CD69-ის გამოყენებით და ასევე ქემოკინის რეცეპტორების CCR5(CD195) და CXCR3(CD183) გამოყენებით. ჩვენი კვლევისთვის შეირჩა პირველად დიაგნოსტირებული, არანამკურნალები პაციენტები. კვლევის ნაწილი კეთდებოდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე, ნაწილი კი თსუ-ს მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიაში