ავტორიზაცია
ზრდასრული თეთრი ვირთაგვას ღვიძლში ცალმხრივი ნეფრექტომიით გამოწვეული კომპენსატორულ-ადაპტაციური პროცესების აქტივაციის თავისებურებები
ავტორი: თორნიკე გოგოლაურითანაავტორები: ნინო ქარუმიძე, ეკატერინე ბაკურაძე, ირინა მოდებაძე, დიანა ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: თეთრი ვირთაგვა, ღვიძლი, ცალმხრივი ნეფრექტომია, პოლიპლოიდია.
ანოტაცია:
ორგანოთაშორისი კომპენსატორულ-შეგუებითი პროცესების მექანიზმების აქტივაციის ზოგადი კანონზომიერებების დადგენის მიზნით, შესწავლილია ცალმხრივი ნეფრექტომიით გამოწვეული ჰეპატოპათიის საწყის ეტაპზე (ოპერაციიდან პირველი სამი დღე) ზრდასრული თეთრი ვირთაგვების ღვიძლში კომპენსატორული პროცესების მიმდინარეობის თავისებურებები. კრეძოდ, დადგენილია, რომ აღნიძნულ ვადებზე ვირთაგვას ღვიძლის ჰისტოარქიტექტონიკაში მორფოლოგიურად მხოლოდ სინუსოიდებისა და ღვიძლის ბაგირაკების სივრცითი ურთიერთობის მცირე, მაგრამ თვალსაჩინო დარღვევები ვლინდება. ღვიძლზე, ჰისტოარქიტექტონიკის ცვლილებებით გამოწვეული ფუნქციური დატვირთვის გაზრდა, აღნიშნულ ვადებზე, არ იწვევს ჰეპატოციტების პროლიფერაციის სტიმულაციას. ამავე დროს, გამოვლინდა, რომ ცალმხრივი ნეფრექტომიით გამოწვეული ჰეპატოპათიის საწყის ეტაპზე, ღვიძლისთვის დამახასიათებელი ორგანოთაშორისი კომპენსატორულ შეგუებითი პროცესებიდან უპირატესობა პოლიპლოიდიზაციას ენიჭება. ჯერძოდ, ნაჩვენებია, რომ ცალმხრივი ნეფრექტომიით გამოწვეულ ფუნქციურ დატვირთვას ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლი საწყის ეტაპზე ძირითადად ორბირთვიანი უჯრედების (2cx2) რაოდენობრივი მატებით პასუხობს.