ka | en
TSU

ლაზერები. სახიფათო და საზიანო ფაქტორები ლაზერების კლასებთან დამოკიდებულებაში. ანოტაცია

ავტორი: ანასტასია მანჯავიძე
საკვანძო სიტყვები: ლაზერები, ლაზერული ეკოლოგია, ლაზერული გამოსხივება
ანოტაცია:

ლაზერები დღესდღეობით მრავალ სფეროში გამოიყენება , მათი განვითარების სწრაფი ტემპი მეცნიერების დიდი პროგრესის მანიშნებელია. თუმცა, რეალობამ გვაჩვენა, რომ მათი გამოყენება არცთუ უსაფრთხოა, შესაბამისად მოცემული ნაშრომის მთავარი მიზანია აჩვენოს ლაზერული გამოსხივების როგორც სასიკეთო, ასევე შესაძლო მავნე ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე . ნაშრომში განხილულია ლაზერების აღმოჩენისა და განვითარების ისტორია , მოწყობილობის მუშაობის პრინციპები , ლაზერების გამოყენების სფეროები და მათი დადებითი მხარეები. ამასთან , დიდი ყურადღება ეთმობა ლაზერულ ეკოლოგიას და ლაზერული გამოსხივების მავნე ზემოქმედებას ბიოლოგიურ ობიექტებზე.


მიმაგრებული ფაილები:

ანასტასია მანჯავიძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com