ka | en
TSU

ატმოსფერული მიუონების ნაკადის ზღვის სიღრმეზე დამოკიდებულების შესწავლა KM3NeT დეტექტორზე

ავტორი: გიორგი ქისტაური
ანოტაცია:

KM3NeT წარმოადგენს კვლევით ინფრასტრუქტურას, რომელიც ამჟამად შენდება ხმელთაშუა ზღვაში. ამ პროექტის ძირითადი მიზანია ნეიტრინული დეტექტორების შექმნა, რომელთა საშულებით შესაძლებელი იქნება კვლევები ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში. ასტროფიზიკური კველევევის ჩატარება დაგეგმილია KM3NeT/ARCA (Astroparticle Research with Cosmics in Abyss) დეტექტორის საშუალებით, რომელიც შენდება 3500 მ სიღრმეზე, სიცილიის (იტალია) სანაპიროდან (ქ. პორტო-პალო დი კაპო პასერო) დაახლოებით 100 კმ მანძილზე. KM3NeT/ARCA ოპტიმიზირებულია მაღალი ენერგიების (1000 გევ-ზე მეტი) ასტროფიზიკური ნეიტრინოების დაკვირვებისთვის. KM3NeT/ORCA (Oscillation Research with Cosmics in Abyss) საფრანგეთის სანაპიროზეა განლაგებული ქ. ტულონთან, 40კმ მანძილზე და 2500 მ სიღრმეზე. მისი მთავარი მიზანია 3-40 გევ ენერგიის ატმოსფერული ნეიტრინოების დამზერა. სემინარში განხილულია KM3NeT დეტექტორის ოპტიკური მოდულების კალიბრაციის პროცედურა, 40K დაშლით წარმოქმნილი სინათლის საშუალებით. კოსმოსური სხივებისგან წარმოქმნილი ატმოსფერული მიუონები დეტექტორზე მთავარ ფონს წარმოადგენს. სემინარში წარმოდგენილია ატმოსფერული მიუონების ნაკადის წყლის სიღრმეზე დამოკიდებულება. აღნიშნული გამოიყენება დეტექტორის კალიბრაციისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com