ავტორიზაცია
მეგაჰერცული ელექტრომაგნიტური სისტემების დაყალიბება ობიექტების გამოძახილის გასაზომად.
ავტორი: რევაზ კერესელიძეანოტაცია:
დღესდღეობით მეტალის აუფეთქებელი ჭურვების/ნაღმების აღმოჩენა და იდენტიფიცირება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა პრობლემური რჩება პლასტმასისა და ნაკლებად მეტალური ნაღმების აღმოჩენა. არამეტალური ნაღმების შემთხვევაში პრობლემის განხილვა უმჯობესია მოხდეს შემდეგი სახით: ელექტრომაგნიტურ ინდუქციის საშუალებით არამეტალური ნაღმის აღმოჩენის ნაცვლად, აღმოჩენილ იქნას სიცარიელეები, არაგამტარი არეები, გამტარ ნიადაგში, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ნაღმი იყოს განთავსებული. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ნიადაგის ის არეები, სადაც ნაღმი არ არის. ასეთი ინფორმაცია მნიშვნელოვანია გამნაღმველისთვის. თუ, ნიადაგში სიცარიელე ნაღმის ფორმას იმეორებს, ნიადაგის ელექტრომაგნიტური პარამეტრების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი ელექტრომაგნიტური გამოძახილის დადგენა. და ობიექტის დისკრიმინირება. რეალურ პირობებში კი ასეთ დაშვებაზე დაყრდნობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ნიადაგში ნაღმს შეიძლება ცარიელი სივრცე აკრავდეს და დისკრიმინირება შეუძლებელი იქნება, მაგრამ შეიძლება შეფასდეს სიცარიელის ზომა და აღნიშნულ არეში ნაღმის პოტენციური არსებობა. ამ მიზნით მნიშვნელოვანია შემუშავდეს ახალი ტიპის ელექტრომაგნიტური სენსორი, რომელსაც მეტალური ნივთების დეტექტირებასთან ერთად შეეძლება ღრუ არეების აღმოჩენა/დეტექტირება ნიადაგში. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია ელექტრომაგნიტურ ინდუქციაზე დამყარებული, ასეთი საცდელი სენსორის დამზადება, გამოკვლევა, და დაყალიბება.