ka | en
TSU

მცენარეული მიკროდაჯგუფებები, კლდის ფრაქციები და მათი სტრუქტურულ–ფუნქციური ორგანიზაცია ცენტრალური კავკასიონის დასავლეთ (სვანეთი) და აღმოსავლეთ (ყაზბეგი) რეგიონების კლდოვან ჰაბიტატებში

ავტორი: თამარ ჯოლოხავა
საკვანძო სიტყვები: კლდის ფრაქციების ზომები, ნიადაგის ფორმირება, მცენარეთა განაწილება, პირველადი მემკვიდრული ნიშნები, კლდოვანი ჰაბიტატები
ანოტაცია:

ცენტრალური კავკასიონის სუბნივალური ჰაბიტატები წარმოადგენენ ტიპიურ კლდოვან გარემოს ძალიან მწირი ნიადაგური საფარით და მცენარეულობით. კვლევის საფუძველზე შევისწავლეთ თუ როგორ არის დამოკიდებული მცენარეთა სივრცული განაწილება სუბნივალურ ჰაბიტატებში (ალპურ ნივალურ ეკოტონში) კლდის ფრაგმენტების ზომებზე. აღვწერეთ მცენარეთა და სხვადასხვა ზომის კლდის ფრაგმენტების განაწილების ნიმუშები, შევისწავლეთ შესაძლო კავშირები ნიმუშებს შორის კორელაციური ანალიზისა და მრავალმხრივი ტესტების საფუძველზე. მიუხედავად იმისა რომ ჭარბობდა დიდი ზომის კლდის ნაწილაკების (6-20 სმ; 20-60სმ) სიმრავლე მცენარეთა უმეტესობა ასოცირებული იყო შედარებით წვრილმარცვლოვან კლდის ფრაგმენტებთან და ყველაზე ნაკლებად ნაწილდებოდნენ ნიადაგურ ზედაპირზე. გარდა ამისა გამოიკვეთა სახეობები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ნიადაგურ სუბსტრატს, დიდი ზომის კლდის ფრაგმენტებს (20-60 სმ.) და ამასთანავე საშუალო ზომის კლდის ფრაგმენტებს (6-20 სმ.). ჩვენი კვლევა აჩვენებს მცენარეთა განაწილების კანონზომიერებას დიფერენცირებული კლდის ფრაგმენტებთან კონტაქტსი, რომელიც კარაგდ შეესაბამება მცენარეულ ნიმუშებს, რომელიც დამახასიათებელია სუბნივალური ჰაბიტატებისათვის. სახეობები, რომლებიც წვრილმარცვლოვან სუბსტრატზე არიან ინტეგრირებულები ქმნიან ასოცირებულ კომპონენტებს/ნანოცენოზებს, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ფასილიტაციური კავშირები, ხოლო მცენარეები რომლებიც განაწილებული არიან დიდი ზომის კლდის ფრაგმენტებთან შესაძლოა გამოიყვნენ როგორც სოლიტარული სახეობები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com