ka | en
TSU

ლოპოტის მარმარილოს საბადო (თელავის მუნიციპალიტეტი): გეოლოგია, ფორმირების პირობები და გეოეკოლოგიური შეფასება

ავტორი: გიორგი დარჩიაშვილი
ანოტაცია:

წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში, რეგიონის გეოლოგიური აგებულების ფონზე, განხილულია ლოპოტის ცნობილი მარმარილოს საბადოს აგებულების, პეტროლოგიისა და გენეზისის საკითხები და ექსპლოატაციის თანმდევი ეკოლოგიური პრობლემები. ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან. პირველ - ზოგად ნაწილში მოცემულია საბადოს რეგიონის გეოლოგიური შესწავლილობის ისტორია, სტრატიგრაფია, მაგმატიზმი, ტექტონიკა და განხილულია რეგიონში ნალექდაგროვების სედიმენტოლოგიური პროცესები. მეორე - დეტალური ნაწილი ეძღვნება უშუალოდ საბადოს. მოყვანილია საბადოს ტერიტორიის მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, შესწავლილობის ისტორია; განხილულია საბადოს გეოლოგიური აგებულება; მოცემულია უბნების დახასიათება უშუალოდ საველე გეოლოგიური შესწავლის პერიოდში შესრულებული სტრუქტურულ- ლითოლოგიური მონაცემების საფუძველზე; მოტანილია საბადოს ამგები მარმარილოს სახესხვაობების პეტროლოგიური დახასიათება და განხილულია ლოპოტის მარმარილოს გენეზისის საკითხი. ცალკეა განხილული საბადოს ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. ნაშრომი მთავრდება დასკვნებითა და დამოწმებული ლიტერატირის სიით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com