ავტორიზაცია
თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები - დაკვირვებები და აღმოჩენები
ავტორი: ქეთევან კოტორაშვილისაკვანძო სიტყვები: თეთრი ჯუჯა, აკრეცია, ბინარული სისტემები
ანოტაცია:
თეთრი ჯუჯა გრავიტაციულად კომპაქტური ობიექტია, რომელშიც აღარ მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები და გამოსხივება ხდება მხოლოდ ვარსკვლავის სითბური გაციების ხარჯზე. ისინი ძირითადად წარმოადგენენ იმ ვარსკვლავების საბოლოო ევოლუციურ მდგომარეობას, რომელთა მასა საკმარისი არ არის, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი გახდეს. ისინი ვარსკვლავების 98%-ის ევოლუციის საბოლოო შედეგია და მათი მაგნიტური ველი ძირითადად იცვლება 1 kG–1000 MG დიაპაზონში. დაკვირვებების შედეგად თეთრი ჯუჯების 10%-ს აქვს ძლიერი მაგნიტური ველი - B > 3 MG, რაც ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას დინამოთი გენერირებული ველებით. ასევე, მაგნიტური თეთრი ჯუჯების საშუალო მასა უფრო მეტია, ვიდრე არამაგნიტურის. დაკვირვებების მიხედვით ძლიერი მაგნიტური ველის (B > 1 MG ) მქონე თეთრ ჯუჯებს უფრო ხშირად ბინარულ სისტემებში - კატაკლიზმურ ცვლადებში (CV) ვხვდებით, ვიდრე მარტო. ბოლოდროინდელი მოსაზრებებით მაგინიტური ველის გაძლიერება შეიძლება ახლო ორმაგ სისტემაში (close binary) ობიექტების ევოლუციისა და შერწყმის შედეგი იყოს. თეთრი ჯუჯები/აკრეციული თეთრი ჯუჯები წარმოადგენენ კარგ კოსმოსურ ლაბორატორიას ექსტრემალურ პირობებში ფიზიკის შესამოწმებლად და აკრეციის შესასწავლად.
მიმაგრებული ფაილები:
თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები - დაკვირვებები და აღმოჩენები [ka]