ავტორიზაცია
შებრუნებული დინამოს მექანიზმი თეთრი ჯუჯების გადაგვარებულ 2-ტემპერატურიან რელატივისტურ ელექტრონულ-იონურ გარე-შრეში
ავტორი: ქეთევან კოტორაშვილისაკვანძო სიტყვები: გაერთიანებული შებრუნებული დინამო/დინამოს მექანიზმი, კომპაქტური ობიექტი, თეთრი ჯუჯა
ანოტაცია:
შებრუნებული დინამოს მექნიზმით შევისწავლეთ აკრეციული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის 2-ტემპერატურიანი რელატივისტური ელექტონულ-იონური გარე შრის დინამიკა, როდესაც გვაქვს გადაგვარებულ ელექტრონ-იონური ძირითადი სითხე რელატივსტურად ცხელი ელექტრონ-იონური სითხის მინარევით. ვაჩვენეთ, რომ ადგილი აქვს ზე-ალფვენური დინების გენერირებას როგორც გადაგვარებული სითხისთვის, ისე ცხელისათვის ისეთ სისტემაში, სადაც საწყისი ენერგია (მაგნიტური/კინეტიკური) მიკრომასშტაბისაა. რაც, როგორც კლასიკურ შემთხვევაში, მაგნიტო-სითხური ბმის მნიშვნელოვან ეფექტს წარმოადგენს. ასევე მივიღეთ, რომ ასეთ სისტემაში მაკრომასშტაბური ველების გენერირება/გაძლიერება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დისპერსიაზე და რელატივისტური სითხეების მახასიათებლებზე - გადაგვარების დონეზე და მინარევის ტემპერატურაზე, მინარების რაოდენობაზე. მცირე k-ს დროს დისპერსიის ფესვი განსაზღვრავს, რომელი პროცესი წარიმართება შებრუნებული დინამო თუ პირდაპირი დინამო. დიდი k-ს შემთხვევაში კი - ყველა სცენარით გენერირდება ზე-ალფვენური დინება. აღსანიშნავია, რომ დისპერსიის ნებისმიერი ფესვისთვის ცხელი მინარევისთვის დინება უფრო ძლიერდება, ვიდრე გადაგვარებული სითხისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
Reverse Dynamo Mechanism in White Dwarf’s 2-Temperture Relativistic Electron-Ion Outer Layer [en]შებრუნებული დინამოს მექანიზმი თეთრი ჯუჯების გადაგვარებულ 2-ტემპერატურიან რელატივისტურ ელექტრონულ-იონურ გარე-შრეში [ka]