ka | en
TSU

ოპტიკური გადასვლები კვაზიერთგანზომილებიან ნანოსტრუქტურებში

ავტორი: ნინო ქიმაძე
ანოტაცია:

ნაშრომში შესწავლილია ერთნაწილაკოვანი მდგომარეობები იზოლირებულ კვანტურ მავთულში უსასრულო და სასრული კედლებიანი შეზღუდვით. გამოვიკვლიეთ ენერგეტიკული სპექტრი და ტალღური ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც გამოვთვალეთ დონეებს შორის ერთ წამში გადასვლის ალბათობა დიპოლურ მიახლოებაში . ჩვენ გამოვთვალეთ ინტრაზონური (შიდაზონური) ოპტიკური გადასვლების ალბათობები ჰიპოტეტურ ნანომავთულში სხვადასხვა ეფექტური მასების და შემზღუდავი პოტენციალის სიმაღლისთვის . ნანომავთულის რადიუსი ვცვალეთ 2-4.5 ნმ-მდე , ხოლო შემზღუდავი პოტენციალის სიმაღლე 0.5-1.9 ევ-მდე. მიღებული შედეგები გვაჩვენებს რომ ერთ წამში გადასვლის ალბათობა შემზღუდავი პოტენციალის ზრდასთან ერთად კლებულობს . ასეთივე დამოკიდებულება შეინიშნება ეფექტური მასების ცვლილებისას , ეფექტური მასების ზრდასთან ერთად ექსპონენციალურად მცირდება ერთ წამში გადასვლის ალბათობათა რიცხვი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com