ავტორიზაცია
ანტიბიოტიკების ქიმია
ავტორი: შოთა ჩიხლაძესაკვანძო სიტყვები: ანტიბიოტიკები, ქიმია, ორგანული ნაერთები
ანოტაცია:
აღნიშნული ნაშრომის თემაა ანტიბიოტიკების ქიმია. დღესდღეისობით აღწერილია დაახლოებით 12000 ანტიბიოტიკი, რომელთაგანაც კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება დაახლოებით 200 ნაერთი. ანტიბიოტიკების აღმოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოში, რადგანაც სწორედ ანტიბიოტიკების აღმოჩენამ განაპირობა XX საუკუნეში მოსახლეობის სიკვდილიანობის შემცირება და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა მძიმე დაავადებებისგან. ნაშრომში განხილულია ანტიბიოტიკების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მათი გამოყენების სფეროები, ცოცხალ უჯრედებში ანტიბიოტიკების ფუნქციები, ქიმიური ბუნება, ანტიბიოტიკების კლასიფიკაცია ქიმიური აგებულების მიხედვით, კლასიფიკაცია მოქმედების მიმართულების მიხედვით, აღწერილია ანტიბიოტიკების მიღების მეთოდები, ანტიბიოტიკების მოქმედების შერჩევითობა და ასევე არჩევითობის საფუძვლების ევოლუცია.