ka | en
TSU

ვილსონის მარყუჟი და ბერის ფაზები მჭიდრო ბმის 2D მოდელებში

ავტორი: თინათინ სუპატაშვილი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ორგანზომილებიანი მესრის ამოცანა. ვილსონის მარყუჟის გამოსათვლელად გამოყენებულია არა-აბელური სტოქსის თეორემა. მას შემდეგ, რაც ნაჩვენებია სიმრუდის ტენზორის ყოფაქცევა ბრილუენის ზონაზე, აღნიშნული თეორემა ხდება მეტად ხელსაყრელი გამოთვლების გასამარტივებლად. ჩვენ გამოვყავით სისტემისთვის შესაძლებელი განსხვავებული ტოპოლოგიური ფაზები და ბერის ფაზების დათვლით დავუკავშირეთ მათ შესაბამისი ტოპოლოგიური სიდიდეები როგორც შედარებით ზოგადი, ასევე კონკრეტული პარამეტრიზაციის შემთხვევაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com