ka | en
TSU

რელატივისტური დისკი-ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ფორმირება

ავტორი: ნინო რევაზაშვილი
საკვანძო სიტყვები: რელატივისტური დისკი-ჯეტის სტრუქტურა, ფოტონების გაზი, აკრეციული დისკი, ტურბულენტური სიბლანტე
ანოტაცია:

ავაგეთ თეორიული მოდელი, იმისათვის რომ აღგვეწერა სისტემა, რომელიც შედგება მძლავრი ჯეტისა და რელატივისტური აკრეციული დისკისგან, რომელშიც გამოვიყენეთ ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მდგომარეობების მიდგომა. დამუხტული ელექტრონ-იონური გაზი განიხილება ფოტონურ გაზთან ერთად. ანალიზური ამონახსნების მისაღებად განტოლებები ჩავწერეთ ავტომოდელურ ცვლადებში. ჩვენი წონასწორული ამონახსნი აღწერს რელატივისტური დისკი-ჯეტის სისტემის ფორმირებას, რომელშიც ჯეტის მახასიათებელი პარამეტრები განისაზღვრება აკრეციული დისკის მახასიათებელი პარამეტრებით, რომელთაგანაც განმსაზღვრელია ტურბულენტური სიბლანტე. დისკი-ჯეტის სტრუქტურის მაგნიტური ველისათვის აღებულია ერთმაგი ბელტრამის მიახლოება (force-free). მიღებული შედეგები შეგვიძლია გამოვიყენოთ რელატივისტრური აკრეციული დისკისგან ამოტყორცნილი ასტროფიზიკური ჯეტის ანალიზისთვის.


მიმაგრებული ფაილები:

Revazashvili [en]
რევაზაშვილი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com