ავტორიზაცია
პიროლიზური მეთოდით ბიომასების თერმოქიმიური გარდაქმნა
ავტორი: ლევან ლონდარიძესაკვანძო სიტყვები: ბიომასა, პიროლიზი, ბიოსაწვავი
ანოტაცია:
ბიომასების ბიოსასაწვავად გარდაქმნის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტიუალური ხდება. წიაღისეული საწვავის დეფიციტმა გაზარდა მოთხოვნა ალტერნატიული ენერგიის გაჩენისა. ბიომასების თერმოქიმიური გარდაქმნა საწვავად და ქიმიურ ნივთიერებებად ახალი არ არის, თუმცა პიროლიზერის ტექნოლოგიურმა განვითარებამ შესაძლო გახადა დიდ წილად გაეუმჯობესებინა ბიოსაწვავის ენერგეტიკული ღირებულება. ნაშრომში განხილულია ბიომასების თერმული ანალიზი, სამი ძირითადი შემადგენელი კომპონენტის (ცელულოზა, ჰემიცელულოზა და ლიგნინი) ქცევა ტემპერატურის ცვლილებისას, მათი პიროლიზური ტემპერატურები და მიღებული პროდუქტები. განხილულია პიროლიზერის ტექნიკები, ჩატარების პირობები სხვადასხვა ტემპერატურაზე, პროცესის მიმდინარეობა კატალიზატორების თანაობისას და მათ გარეშე, ასევე კვლევები მიღებული პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების გაზრდასა და მიღებული შედეგების განხილვზე.