ka | en
ავტორიზაცია
ალგორითმული პარადიგმები ზურგჩანთის ამოცანის მაგალითზე
ავტორი: ილია ყიფშიძესაკვანძო სიტყვები: ალგორითმული პარადიგმები, ზურგჩანთის ამოცანა
ანოტაცია:
წინამდებარე მოხსენებაში განხილულია ალგორითმული პარადიგმები 0-1 ზურგჩანთის ამოცანის მაგალითზე. წარმოდგენილია სრული გადარჩევის, შტოებისა და საზღვრების, ხარბი მიდგომისა და დინამიკური პროგრამირების (ტაბულაცია, მემოიზაცია) პარადიგმების ზოგადი მიმოხილვა და მათი გამოყენება 0-1 ზურგჩანთის უწყვეტი და დისკრეტული ამოცანების მაგალითზე. მოყვანილია ფსევდოკოდები და პროგრამული კოდები (C++ დაპროგრამების ენაზე), რომელთა ნახვა შესაძლებელია ლინკზე: https://github.com/IliaKipshidze/Paradigms-for-knapsack-problem.git. ყველა ალგორითმისთვის მოცემულია მუშაობის დროის შეფასება.