ავტორიზაცია
ტოლბაჩინსკის ალმასები: აღმოჩენის ისტორია, წარმოშობის მაგმური და მანტიური თეორიები
ავტორი: დემურ მერკვილაძესაკვანძო სიტყვები: ტოლბაჩინსკი, ალმასები, ვულკანი
ანოტაცია:
ვულკან ტობაჩინსკის ამოფრქვევის შემდეგ, რომელიც 2012-2013 წლებში მიმდინარებდა, მეცნიერებმა ვულკანურ ქანებში აღმოაჩინეს დაახლოებით 700 ალმასის კრისტალი. აღნიშნული მოვლენა განსხვავდება ალმასის წარმოშობის აქამდე ცნობილი მექანიზმისაგან, ამიტომ ტოლბაჩინსკის ალმასებმა მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ზოგადად, ალმასი ფორმირდება დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 150 კილომეტრ სიღრმეში, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. მათი ზედაპირისკენ ტრანსპორტირება კიმბერლიტების საშუალებით ხდება. ასეთ ქანში ალმასები ქსენოკრისტალების სახითაა ჩართული. ტოლბაჩინსკის შემთხვევაში სიღრმული წნევის გავლენა ალმასის წარმოქმნისას არ იკვეთება. მიკროალმასებში ნახშირბადის იზოტოპიური შედგენილობის დიაპაზონი ემთხვევა ნახშირბადის იზოტოპურ შედგენილობას ლავასა და ვულკანურ განყოფილებებში. ასევე აზოტის, ფტორის ქლორის შემცველობა ემთხვეოდა ტოლბაჩისკის ვულკანური გაზებისას. აქედან გამომდინარე, ალმასების სავარაუდოოდ უნდა წარმოქმნილიყო ამოფრქვევისას გამოყოფილი გაზებიდან. ამასთან ერთად, თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება ტობაჩინსკის ალმასების სინთეტურობის შესახებ. მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ მიკროალმასები ადამიანის მიერაა შექმნილი და ვულკანის ტერიტორიაზე ბურღვითი სამუშაობის შედეგად მოხვდა.