ავტორიზაცია
ფოთლის, სტიროლისა და ტრიეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანის ბაზაზე ახალი კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა
ავტორი: თამარი აბუაშვილისაკვანძო სიტყვები: ტრიეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანი, კომპოზიციური მასალები, ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისები
ანოტაცია:
ნაშრომი ეხება განახლებადი მცენარეული ნედლეულის-ფოთლისა და შემკვრელების-სტიროლისა და ტრიეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანის ბაზაზე ახალი კომპოზიციური მასალების მიღებასა და კვლევას. აღნიშნული კომპოზიციური მასალები ხასიათდებიან უკეთესი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, ვიდრე ხის ბურბუშელოვანი ფილები, რომლებიც დამზადებულია ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისების ბაზაზე. შესწავ-ლილია ახალი კომპოზიციური მასალების მიღება მუდმივი წნევისა და სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში, დადგენილია კომპოზიტების მიღების ოპტიმალური პირობები. მიღებული შედეგები საშუალებას მოგვცემს წარმოებული მასალები შევიტანოთ სახლში, ჭერის, იატაკის, კედლების დასამზადებლად, ასევე გამოვიყენოთ ავეჯის წარმოებაში. ნიმუშებზე ჩატარებულია გამოკვლევები: წყალშთანთქმა, სიმტკიცის ზღვარი ღუნვაზე (ბრინელის მიხედვით), დარტყმითი სიბლანტე, თერმოგრავიმეტრიული ანალიზი, თერმომდგრადობა (ვიკატის მეთოდი), სპექტრული (FTIR), ოპტიკურ მიკროსკოპული გამოკვლევები. განისაზღვრა მიღების ოპტიმალური პირობები.
მიმაგრებული ფაილები:
Obtaining and research of new composite materials based on leaves, styrene and triethoxy(vinylphenethyl)-siliane [en]ფოთლის, სტიროლისა და ტრიეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანის ბაზაზე ახალი კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა [ka]