ka | en
TSU

უჯრედებში წყლის მდგომარეობა . თავისუფალი და სტრუქტურული წყალი ცოცხალ სისტემებში

ავტორი: ამირან ცხელიშვილი
ანოტაცია:

წყალი ცოცხალი ორგანიზმის ყველაზე გავრცელებული შემადგენელი კომპონენტია. უჯრედის ნივთიერებათა შორის რაოდენობრივად პირველ ადგილზეა წყალი, თუმცა მისი შემცველობა სხვადასხვანაირია. უმეტეს შემთხვევაში წყალი მთელი უჯრედის 2/3 -ს შეადგენს. უჯრედში წყლის დიდი შემცველობა მისი ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. რაც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედში ნივთიერებათა ცვლა, მით მეტია მასში წყლის შემცველობა. წყალი განსაზღვრავს უჯრედის ფიზიკურ თვისებებს, მათ რაოდენობასა და პლასტიკურობას. უჯრედში არსებობს ორი სახის წყალი : ბმული და თავისუფალი. ბმული წყალი უჯრედის 5%_ია თავისუფალი კი 95%. ბმული წყალი შედის იონებთან რეაქციაში და ჰიდრატირებს წყალბადური ბმების საშუალებით, ხოლო თავისუფალი წყალი არ ახდენს იონების ჰიდრატაციას და მისი საშუალებით ხდება ნივთიერების ტრანსპორტირება უჯრედებს შორის. წყალი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და სხვა ნივთიერებების დაშლაში. დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვისას უჯრედი სასიცოცხლო ყველა თვისებას კარგავს და გადადის ანაბიოზურ მდგომარეობაში.


მიმაგრებული ფაილები:

უჯრედებში წყლის მდგომარეობა . თავისუფალი და სტრუქტურული წყალი ცოცხალ სისტემებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com