ka | en
TSU

აზბესტი, სიცოცხლისათვის საშიში მინერალი

ავტორი: თამარ შიხაშვილი
საკვანძო სიტყვები: აზბესტი, ქრიზოტილ-აზბესტი, ამფიბოლ-აზბესტი, ბოჭკოვანი მინერალი, კანცეროგენი
ანოტაცია:

აზბესტი ჰიდროსილიკატების ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფია, რომელსაც მიეკუთვნება სერპენტინის ნაირსახეობა - ქრიზოტილ-აზბესტი და ამფიბოლების ჯგუფის მინერალები: ანტოფილიტ-აზბესტი, ამოზიტი, კროკოდოლიტი, ტრემოლით-აზბესტი და აქტინოლით-აზბესტი. აზბესტი ადვილად იყოფა უწვრილეს ბოჭკოებად. ხასითდება ცეცხლგამძლეობით, მჟავა გამძლეობით, სითბომდგრადობითა და ცუდი ელექტროგამტარობით. აღნიშნული თვისებები განპირობებულია მისი ქიმიური შედგენილობით, შინაგანი აღნაგობით/ძეწკვისებური და შრეებრივი სტრუქტურით/ და კრისტალთა ზრდის პირობებით. აზბესტი გამოიყენება მრეწველობაში ცეცხლგამძლე, მჟავა გამძლე, სითბო და ელექტრო საიზოლაციო მასალების დასამზადებლად. იყენებენ სამუხრუჭე ხუნდების, მუყაოს, ქაღალდის, შიფერების და ცემენტის წარმოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აზბესტი №1 კანცეროგენად არის მიჩნეული. მისი მცირე ზომის ბოჭკოები ადამიანის სხეულში აღწევს შესუნთქვითა და გადაყლაპვით და იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს: მეზოთელიომას, აზბესტოზს (ფილტვის ფიბროზს), ხორხისა და საკვერცხის კიბოს. დღეისათვის საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება შეწყვეტილია, მაგრამ ხორციელდება იმპორტი და კვლავ ხდება მისი გამოყენება.


მიმაგრებული ფაილები:

აზბესტი, სიცოცხლისათვის საშიში მინერალი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com