ავტორიზაცია
YBa2Cu3O7 მაღალტემპერატურული ზეგამტარის დამზადება და მისი თვისებების შესწავლა
ავტორი: ანა კურტანიძესაკვანძო სიტყვები: YBCO, ზეგამტარი, ლევიტაცია
ანოტაცია:
თანამედროვე მეცნიერების განვითარებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების დამზადება და მათი თვისებების შესწავლა. 1986 წელს პირველი მაღალტემპერატურული ზეგამტარი კარლ მიულერმა და ჯორჯ ბედნორცმა აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი აღმოჩენილი ნივთიერება რომელიც ხდებოდა ზეგამტარი თხევადი აზოტის დუღილის ტემპერატურაზე(77 კელვინზე) მაღლა.ზეგამტარი ზოგადად მიიჩნევა მაღალ ტემპერატურულად თუ ის აღწევს ზეგამტარ მდგომარეობას 30 K ტემპერატურაზე ზემოთ. ზეგამტარს აქვს ორი ძირითადი თვისება :კრიტიკულ ტემპერატურაზე ქვევით წინაღობა ნულის ტოლია და კრიტიკულ ტემპერატურაზე ქვევით ზეგამტარი გამოდევნის მაგნიტურ ველს.ჩვენი კვლევის მიზანი იყო YBCO მაღალტემპერატურული ზეგამტარის დამზადება და მისი თვისებების შესწავლა. ამისთვის პირველ რიგში ჩავატარეთ ლევიტაციის ექსპერიმენტი,რომელიც გულისხმობს ზეგამტარი ნიმუშის ლივლივს მაგნიტურ ველში,რათა დავრწმუნებულიყავით , რომ ჩვენს მიერ დამზადებული ნიმუში იყო ზეგამტარი. შემდეგ კი მარტივი მეთოდით გავზომეთ ზეგამტარი ნიმუშის ელექტრული წინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულება . ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენა , რომ ნიმუში წარმოადგენს კარგ ზეგამტარს. ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში , რომ შეგვიძლია გავზომოთ ,ნიმუშის წინაღობა , როგორც ტემპერატურის ფუნქცია , ძალიან მარტივად და ეს არ მოითხოვს დიდ ხარჯებს. ამას გარდა ეს მეთოდი ძალიან ეკონომიურია აზოტის გამოყენების მხრივაც.