ka | en
TSU

სპელეორელიეფის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ავტორი: ლუკა ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: სპელეოტურიზმი, სპელეოთერაპია, მღვიმური ლანდშაფტი
ანოტაცია:

წინამდებარე მოხსენებაში განხილულია მღვიმური პირობების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მღვიმეებთან ადამიანის ურთიერთობა ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს, იტალიური ძეგლებით დასტურდება, რომ მკურნალობის ეს მეთოდი სამი ათას წელს ითვლის. პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოხოვსკიმ (1843 წ) გამოსცა წიგნი მარილის სასარგებლო მტვრის შესახებ. მან შეამჩნია, რომ მეშახტეები ნაკლებად ავადდებოდნენ სასუნთქი გზების დაავადებებით. მის სახელს უკავშირდება ვეილიცკა (Weiliczka)-ს სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. მღვიმის მარილითა და სუფთა წყლით ახდენენ ცხვირის, ხორხის, ყელის, ასთმისა და ბრონქული დაავადებების მკურნალობას. ასევე ალერგიას კანის დაავადებებსა და მეტაბოლურ დარღვევებს. ასეთი სახის მკურნალობა დღეს მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის ამერიკაში, გერმანიაში ავსტრიასა და რუსეთში. საქართველოში ამ ტიპის მკურნალობა სათავეს იღებს 1973 წლიდან. ჩვენი ქვეყნის ათასამდე მღვიმიდან 600 -ის გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, გულის იშემიური დაავადებების, ჰიპერტონული დაავადებების და სხვათა სამკურნალოდ. ამის შესახებ კვლევა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს იორამ თარხან-მოურავს ეკუთნის. 2018 წელს ექსპულატაციაში შევიდა იმერეთის რეგიონში მდებარე საწურბლიას მღვიმის სპელეო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, იგი არის ამიერკავკასიაში პირველი ასეთი ტიპის ცენტრი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com