ავტორიზაცია
ფერომაგნიტიზმი. გაცვლითი ურთიერთქმედება
ავტორი: აზა პეტრიაშვილიანოტაცია:
მოცემული ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ფერომაგნიტური ნივთიერების ბუნების შესწავლა. ამ ტიპის ნივთიერებებს ახასიათებთ ჰისტერიზისი, სპონტანური დამაგნიტება, ასევე მაგნიტური ანიზოტროპია. ნაშომში განვიხილავთ თუ რა როლს თამაშობს გაცვლითი ურთირთქმედება ფერომაგნიტურ ნივთიერებებში, განვმარტავთ მაგნიტური დომენების როლს, ასევე გამოვყოფთ რბილი და ხისტი ფერომაგნიტების თავისებურებებს. აღსანიშნავია რომ კლასიკური ფიზიკა უძლურია ფერომაგნიტიზმის არსის ასახსნელად. სწორედ კვანტურმა მექანიკამ გაარკვია იმ ძალების ბუნება რომელიც სპონტანურ დამაგნიტებას იწვევდა. მას კი ეწოდება გაცვლითი ურთიერთქმედება. ვეისის თეორია მაგნიტიზმის, მათ შორის ფერომაგნეტიზმის კარგი ფენონომელოლოგიური თეორიაა, თუმცა არ ხსნის დიდი ვეისის ველის წყაროს. მოგვიანებით, ჰეიზენბერგმა და დირაკმა აჩვენეს რომ ფერომაგნეტიზმი არის კვანტურ-მექანიკური ეფექტი, რომელიც წარმოიშობა ელექტრული ურთიერთქმედებით.