ka | en
ავტორიზაცია
ნანოსტრუქტურები: ტექნოლოგია და გამოყენების სფეროები მედიცინაში. ნანონაწილაკების (ლიპოსომები, დენდრიმერები, მიცელები და სხვ.) წამლებთან კომპლექსი და სტრუქტურის თავისებურებები
ავტორი: მარიამ ჭოლაძესაკვანძო სიტყვები: ნანოსტრუქტურები, ლიპოსომები, დენდრიმერები, მიცელები, მედიცინა
ანოტაცია:
ნანოტექნოლოგიური მიდგომების შესწავლა მნიშვნელოვანია მედიცინის სხვადასხვა დარგების (მაგალითად: ფარმაკოლოგია, ონკოლოგია, ქირურგია და სხვა) განვითარებისათვის. ბოლო პერიოდში დიდი ყურადრება ექცევა ნანოსტრუქტურების, როგორც წამლის გადამტანების, შესწავლას, რადგან მედიკამენტების ტრანსპორტირების ეს გზა ტრადიციულ ფარმაკოლოგიურ მეთოდთან შედარებით ბევრად ეკონომიური და ეფექტურია. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს, იმ ნანონაწილაკებისა და ნანოსტრუქურების შესწავლას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მედიცინის სხვადასხვა დარგებში, მათი თვისებებისა და სტრუქტურული თავისებურებების განხილვას, ზოგიერთი ნანოსტრუქტურის მიღების ტექნოლოგიის და ასევე მათი შესაძლო ან უკვე დანერგილი გამოყენების ხერხებსის გაცნობას.