ka | en
TSU

ეპიდემიის SIR და SEIR სტოქასტური მოდელების გამოკვლევა

ავტორი: ეკატერინე ჭონიშვილი
ანოტაცია:

მოხსენებაში განხილულია ინფექციური ეპიდემიის SIR და SEIR მოდელები, როდესაც მახასიათებელი პარამეტრები (კონტაქტების რაოდენობა, გამოჯანმრთელების სიხშირე) შემთხვევითად არის განაწილებული. მოდელებში ასევე განიხილება მდგომარეობის ცვლადებზე ხმაურის ზემოქმედება. ნაჩვენებია, რომ ხმაურის გავლენით წარმოდგენილი სტოქასტური მოდელები თვისობრივად შეესაბამება COVID-19-ის რეალურ დინამიკას. გამოკვლეულია ეპიდემიის მახასიათებელი პარამეტრების როლი მისი განვითარების მიმდინარეობაზე. ნაჩვენებია, რომ ეპიდემიის დინამიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციის უგანზომილებო რიცხვი და მიღებულია მისი ზღურბლური მნიშვნელობა. მიღებულია, რომ ეპიდემიის ჩასაქრობად აუცილებელია რეპროდუქციის რიცხვი იყოს რაც შეიძლება დიდი. ამისათვის საჭიროა, შეხვედრების სიხშირის შემცირება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com