ავტორიზაცია
ფიცჰიუ-ნაგუმოს აღგზნებადი ოსცილატორის სტოქასტური მოდელის გამოკვლევა
ავტორი: მარიამ ცინდელიანისაკვანძო სიტყვები: ნეირონის დინამიკა, აღგზნებადი ოსცილატორი, სტოხასტური რეზონანსი
ანოტაცია:
ფიცჰიუ-ნაგუმოს ნეირონის მოდელი აღწერს ნერვული იმპულსის გავრცელებას, ეს მოდელი წარმოადგენს აქტივატორ-ინჰიბატორის კლასის გამარტივებულ მოდელს, როდესაც ნეირონის გაღიზიანების დრო გაცილებით ნაკლებია მის რელაქსაციის დროზე. მოდელი მიღებულია ექვივალენტური ელექტრული წრედის ანალიზის შედეგად და ვიხილავთ მას, როგორც აღგზნებად ოსცილატორს. მოხსენებაში განხილულია ფიცჰიუ-ნაგუმოს სტოხასტური მოდელი, სადაც გათვალისწინებულია ხმაურის ზემოქმედებაც. ხმაურის ჩარევით ძლიერდება მცირე არაზღურბლური ამპლიტუდის პერიოდული ძალის ზემოქმედება ოსცილატორზე და მიიღება სტოქასტური რეზონანსის ეფექტი. მიღებული სტოქასტური მოდელის საფუძველზე ახსნილია ბიოლოგიური ობიექტის - მტკნარი წყლის კიბორჩხალას გაძლიერებული რეფლექსი მტაცებლისგან თავდასაცავად. მოხსენებაში მიღებულია ფიცჰიუ-ნაგუმოს მოდელის შესაბამისი არაწრფივი აღგზნებადი ოსცილატორის ვან დერ პოლის ტიპის განტოლება და შესწავლილია მისი დინამიკა.