ka | en
TSU

მაიონებელი გამოსხივების და UV სხივების მოქმედების ეფექტები ბიოლოგიურ სისტემებზე

ავტორი: გიორგი გეწაძე
ანოტაცია:

რადიაცია არის ენერგიის გამოსხივება ნაწილაკების ან ტალღის სახით. ენერგიის სიდიდის მიხედვით ის ძირითადად იყოფა მაიონიზირებელ და არამაიონიზირებელ გამოსხივებად. მაიონიზირებელ გამოსხივებას აქვს საკმარისი ენერგია, რომ გამოიწვიოს ქიმიური ცვლილებები უჯრედებში და დააზიანოს ისინი. ზოგი უჯრედი შეიძლება დაიღუპოს ან განიცადოს მუტაცია, დროებით ან მუდმივად. დნმ-ის დაზიანებით რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე. ამიტომ დღესდღეისობით ძალზედ აქტუალურია რადიაციისა და მისი ზემოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესწავლა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com