ავტორიზაცია
პროტონების ნივთიერებასთან ურთიერთქმედების მოდელირება GEANT4-ის საშუალებით რადიაციულ თერაპიაში გამოყენების მიზნით
ავტორი: გიორგი მურვანიძესაკვანძო სიტყვები: რადიაცია, პროტონი, ადრონული თერაპია, ბრეგის პიკი, Geant4, მოდელირება.
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია 70-230 მევ ენერგიის პროტონების ურთიერთქმედება ნივთიერებასთან პროგრამა Geant4-ის საშუალებით, რადიაციულ (პროტონულ) თერაპიაში გამოყენების მიზნით. პროტონული თერაპიის უპირატესობა სხვა მსგავს მეთოდებთან შედარებით დაკავშირებულია ბრეგის პიკთან, რომლის საშუალებით შესაძლებელია სიმსივნეზე მაქსიმალური დოზით ზემოქმედება და ჯანმრთელი უჯრედების მინიმალური დაზიანება. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი Gean4-ის პროგრამები იძლევა 70-230 მევ ენერგიის პროტონების ნივთიერებასთან ურთიერთქმედების აღწერას და უზრუნველყოფს ბრეგის პიკისა და მეორადი ნაწილაკების გენერაციას. ნაშრომში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა გამოყენებული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „რადიაციული უსაფრთხოებისა და ბირთვული სამედიცინო ფიზიკის“ სამაგისტრო მოდულში. მიღებული შედეგები ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ადრონული თერაპიის ცენტრში, რომელიც 2024 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.