ავტორიზაცია
მემბრანის სტრუქტურაში ცილებისა და ლიპიდებში ურთიერთქმედების ძალების ფიზიკური ხასიათი
ავტორი: ნანა ართმელაძეანოტაცია:
უჯრედი მემბრანის მეშვეობით გარემოს არისგანაა შემოსასღვრული და ხელს უწყობს უჯრედის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. მემბრანები მონაწილეობენ უჯრედების ერთმანეთთან შეკავშირების, მოლეკულების ტრანსპორტის,მთელი რიგი რეაქციების კატალიზს, უჯრედში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების რეგულაციაში. მემბრანები განსაზღვრავენ უჯრედშიდა და უჯრედშორის კავშირებს, მონაწილეობენ უჯრედის სატრანსპორტო სისტემების ფორმირებაში და უზრუნველყოფენ უჯრედული სიგნალების ტრანსდუქციას. ლიპიდები კი მემბრანის ძირითადი სტრუქტურის კომპონენტია. იგი ამფიფილური მოლეკულაა,რომელსაც პოლარული თავი და არაპოლარული კუდი აქვს.ფოსფოლიპიდების ამფიფილობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემბრანის ლიპიდური ბიშრის ფორმირებისა და სტაბილიზაციის პროცესში. ცილების სტრუქტურული ერთეულია ამინომჟავა. ამინომჟავები ამფოტერული ელექტროლიტებია. ყველა ბუნებრივი ცილა ძირითადად 20 ამინომჟავისგანაა აშენებული. მემბრანაში ადგილი აქვს ცილებისა და ლიპირების არათანაბარ განაწილებას,რაშიც მნისვნელოვანი როლი ენიჭება ცილა-ცილოვან და ცილა-ლიპიდურ ურთიერთქმედებას. აღნიშნული ურთიერთქმედების შედეგია მემბრანაში ლიპი-ლიპიდური კლასტერების,ცილა-ცილოვანი და ცილა-ლიპიდური დომენების წარმოქმნა.