ავტორიზაცია
ვაშლის, ნუშის და ფორთოხლის კანის აგრარული ნარჩენიდან ბიოაქტიური ნივთიერებების ულტრაბგერითი გამოყოფა და სვეტური ქრომატოგრაფიით გასუფთავება
ავტორი: მარიკა სარიშვილითანაავტორები: ნანა მიროტაძე, თეკლა ფცქიალაძე
საკვანძო სიტყვები: ურსოლის მჟავა, ჰესპერიდინი, ბიოაქტიური ნივთიერებები, აგრარული ნარჩენი, ულტრაბგერითი ექსტრაქცია, სვეტური ქრომატოგრაფია
ანოტაცია:
აგრარული ნარჩენი მდიდარი წყაროა მრავალი ბიოაქტიური ნივთიერების, როგორიცაა ტეტრაციკლური ტრიტერპენოიდები და ბიოფლავონიდები. ეს ნივთიერებები აქტიურად გამოიყენება მედიცინაში არაინფექციური დაავადებების (სიმსივნე, დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები) სამკურნალოდ. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტივობის გახშირებასთან ერთად იმატა სამეურნეო ნარჩენების რაოდენობამ, რომელიც ბიოაქტიური ნივთიერებების საწყისი მასალაა და მათი გამოყენება ამიცრებს წარმოების როგორც ხარჯს, ასევე ნარჩენს. ამ კვლევის მიზანია მარტივი, ეფექტური, ეკო-მეგობრული, მაღალი გამოსავლიანობის ექტრაქციის ოპტიმალური მეთოდის შემუშავება, ვაშლის კანიდან და ნუშის ლენჯოდან ურსოლის მჟავის, ხოლო ფორთოხლის კანიდან ჰესპერიდინის მისაღებად, რაც განხორციელდა პარამეტრების ცვლით და შედეგებზე დაკვირვებით. უროსლის მჟავისთვისთვის, ექსტრაქციის ეტაპტზე, გამხსნელად გამოიცადა აცეტონი, ეთანოლი, იზოპროპილი, ჰექსანი, ხოლო ჰესპერიდინისთვის - ეთანოლი და მეთანოლი. ეფექტური ექსტრაქციის მეთოდის განსაზღვრის მიზნით, შევადარეთ ულტრაბგერითი გამოყოფა, სოქსლეტი და უკუმაცივარი. მიღებული ნიმუშები გასუფთავდა სვეტური ქრომატოგრაფიით, რომლის მიმდინარეობა კონტროლდებოდა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით. ნიმუშები არაპოლარული მინარევებისგან ურსოლის მჟავის შემთხვევაში გასუფთავდა ბენზოლით, ხოლო ჰესპერიდინის - ჰექსანით. ორივე სვეტური ქრომატოგრაფიის მოძრავი ფაზის პოლარულობა გაიზარდა ეთილ აცეტატით. შედეგად მივიღეთ გასუფთავებულლი ურსოლის მჟავა და ჰესპერიდინი, რომელიც შემდგომში შესაძლებელია ორგანული სინთეზის საწყისი მასალა გახდეს.
მიმაგრებული ფაილები:
Ultrasound Assisted Extraction and Column Chromatography Assisted Purification of Bioactive Compounds from Agricultural Waste of Apple, Almond and Orange Peels [en]ვაშლის, ნუშის და ფორთოხლის კანის აგრარული ნარჩენიდან ბიოაქტიური ნივთიერებების ულტრაბგერითი გამოყოფა და სვეტური ქრომატოგრაფიით გასუფთავება [ka]