ka | en
TSU

ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედების თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის მოქმედების შედარებითი შესწავლა

ავტორი: გვანცა ნინიაშვილი
საკვანძო სიტყვები: თეთრი ვირთაგვა, პროსტატა, მიტოზური ინდექსი
ანოტაცია:

ეუკარიოტული ორგანიზმების სხვადასხვა უჯრედში იდენტიფიცირებულია ზრდის შემაკავებელი ენდოგენური თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი. აღნიშული კომპლექსის დაბალმოლეკულური კომპონენტი ტრანსკრიპციის ინჰიბირების გზით უჯრედების გამრავლების შეფერხებას იწვევს. ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნის უჯრედებიდან ასევე გამოყოფილია ანალოგიური კომპლექსი, რომელშიც აქტიური საწყისის მინორული შემცველობა არის დადგენილი. სამუშაოს მიზანი იყო ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნის უჯრედების თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის მოქმედების შედარებითი შესწავლა. შესწავლილი იქნა ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სისმსივნური უჯრედების და ზრდასრული თეთრი ვირთაგვის პროსტატიდან გამოყოფილი თცკ-ს (რომელშიც ასევე დაბალია აქტიური საწყისის შემცველობა) გავლენა მოზარდი ვირთაგვის სხვადასხვა ქსოვილის (თავის ტვინი, ღვიძლი) პროლიფერაციულ აქტივობაზე. დადგინდა, რომ როგორც ვირთაგვის, ასევე ადამიანის პროსტატის სიმსივნური უჯრედების თცკ არ ავლენს დამთრგუნველ ზემოქმედებას მოზარდი ვირთაგვების თავის ტვინის და ღვიძლის უჯრედების მიტოზურ აქტიურობაზე. კერძოდ, საკონტროლო და საცდელი ჯგუფის ცხოველების მიტოზური ინდექსების მაჩვენებლებს შორის სარწმუნო განსხვავება არ გამოვლინდა. მიღებული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ როგორც ადამიანის, ასევე ვირთაგვის პროსტატის უჯრედებში თცკ-ს აქტიური საწყისის მინორული შემცველობა არის ტიპიური და სავარაუდოდ, შეჭიდულია ანდროგენის რეცეპტორის ექსპრესიის ინტენსიურობასთან.


მიმაგრებული ფაილები:

Comparative study of the action of the thermostable protein complex obtained from the human benign prostate tumor cells [en]
ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედების თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის მოქმედების შედარებითი შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com