ავტორიზაცია
ხმაურით ინდუცირებული სინქრონიზაციის ეფექტი
ავტორი: დავითი კობაიძესაკვანძო სიტყვები: სინქრონიზაცია, ხმაური, ვან დერ პოლის მოდელი.
ანოტაცია:
მოხსენებაში განხილულია სინქრონიზაციის ეფექტი და გამოკვლეულია ვან დერ პოლის მოდელის მაგალითზე, რომელიც აღიწერება მეორე რიგის არაწრფივი დიფერენციალური განტოლებით გარეშე პერიოდული ზემოქმედებისას. სინქრონიზაციის ეფექტი შემოწმებულია როგორც ერთი, ასევე ორი ბმული ოსცილატორული სისტემის შემთხვევაში, რომელზეც მოქმედებს გარეშე ძალა, როგორც პერიოდული ჰარმონიული, ასევე, არაჰარმონიული მართკუთხა იმპულსი. ასევე, გამოკვლეულია ფაზური სინქრონიზაცია და ადლერის განტოლება; ამასთან, შესწავლილია, თუ როგორ გავლენას ახდენს შემთხვევითი ხმაური სინქრონიზაციის ეფექტზე ისეთ არაწრფივ დინამიკურ სისტემებში, როგორიც, მაგალითად, ვან დერ პოლის მოდელია. დასკვნის სახით ჩამოყალიბებულია, თუ რა ზეგავლენას ახდენს გარეშე ხმაური სინქრონიზაციის ეფექტზე. მიღწეულია სინქრონიზაციის ეფექტი შემთხვევითი ზემოქმედების დროს როგორც ერთი, ასევე ორი არაბმული ვან დერ პოლის ოსცილატორის შემთხვევაში.