ka | en
TSU

ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნურ უჯრედებში ზრდის შემაკავებელი ენდოგენური ფაქტორის იდენტიფიცირება და შედარებითი შესწავლა

ავტორი: ნოდარ ხვედელიძე
საკვანძო სიტყვები: თეთრი ვირთაგვა, ზრდის ფაქტორი, პროსტატის სიმსივნე, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, კალმოდულინი
ანოტაცია:

სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ დღეისათვის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება ბიოთერაპია, რომელიც გულისხმობს ზრდის ფაქტორების და/ან მათი ინჰიბიტორების გამოყენებით ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების აქტივაციას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზრდის შემაკავებელ ენდოგენურ ფაქტორებს, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებზე ზემოქმედების დროს არ ახდენენ ქიმიური პრეპარატების მსგავს ტოქსიკურ ზეგავლენას სხვა ქსოვილების უჯრედებზე. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნურ უჯრედებში ზრდის შემაკავებელი ენდოგენური ფაქტორის იდენტიფიცირება და შედარებითი დახასიათება. ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური ქსოვილის უჯრედებიდან(ტრანსურეთრული ელექტრორეზექციის შედეგად მიღებული პოსტოპერაციული მასალა) სპირტული ექსტრაქციის მეთოდით გამოყოფილი და ნაწილობრივ გასუფთავებული იქნა ენდოგენური თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი. პოლიაკრილაამიდის გელში შედარებითი ელექტროფორეზული ანალიზით გამოვლინდა, რომ აღნიშნული კომპლექსი შეიცავს ცილების ორ ქვეჯგუფს: შედარებით მაღალმოლეკულური (40-60კდ) დადაბალმოლეკულური (12-14კდ) კონტროლად გამოყენებული იყო ვირთაგვას სხვადასხვა ქსოვილიდან მიღებული ცილოვანი კომპლექსების ნიმუშები. გამოვლინდა, რომ ადამიანის კეთილთვისებიანი სიმსივნური ქსოვილების უჯრედებში კომპლექსის დაბალმოლეკულური კომპონენტი, ცილა კალმოდულინი მინორული რაოდენობით არის წამოდგენილი. იმუნოჰისტოქიმიური ანალიზით დადსტურდა ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური ქსოვილების უჯრედებში კალმოდულინის მინორული შემცველობა.


მიმაგრებული ფაილები:

თესიზი ENG 2021 [en]
თესიზი GEO 2021 [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com