ავტორიზაცია
დირაკის განტოლება და დისკრეტული სიმეტრიები დაბალი განზომილებების შემთხვევაში
ავტორი: ზურაბი გაჩეჩილაძესაკვანძო სიტყვები: დირაკის განტოლება, დისკრეტული სიმეტრიები, სოლიტონური ველი
ანოტაცია:
უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში რელატივისტური კვანტური თეორიის ერთერთმა ცენტრალურმა ობიექტმა - დირაკის განტოლებამ საინტერესო გამოყენებები ჰპოვა დაბალგანზომილებიანი კონდენსირებული სისტემების შესწავლიას. პირველ რიგში ეს ეხება ისეთ ახალ მასალებს, როგორიცაა გრაფენი სადაც კვაზინაწილაკების სპექტრი შეესაბამება უმასო დირაკის ნაწილაკს 2+1 განზომილების სივრცე-დროში. ასევე საინტერესოა ჯაკივ-რების ტიპის მოდელები, რომლებიც აღწერენ სოლიტონურ ველთან ურთიერთქმედ ფერმიონებს და კავშირშია პოლიაცეტილენის თეორიულ შესწავლასთან. ამ მიმართულების კვლევებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ დისკრეტულ სიმეტრიებს, რომლებიც წარმოადგენენ ტოპოლოგიური იზოლატორების მნიშვნელოვან მახასიათებლებს. საბაკალავრო ნაშრომში ჩვენ თანამიმდევრულად განვიხილავთ დირაკის განტოლების თვისებებს დისკრეტულ C, P, T სიმეტრიების გარდაქმნების მიმართ (2+1) და (1+1) განზომილებების შემთხვევაში. ასევე შევეხებით დისკრეტული სიმეტრიების საკითხს კინკის ტიპის ველში მყოფი დირაკის ნაწილაკის შემთხვევისათვის