ავტორიზაცია
ნეირონული ქსელი კლასიფიკატორი ჩეტბოტისთვის
ავტორი: დავით ადამაშვილითანაავტორები: დავით ადამაშვილი, ბექა მამაცაშვილი, რამაზ ბლუაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნეირონული ქსელი, კლასიფიკატორი, NLP, BERT, ტრანსფორმერი
ანოტაცია:
ონლაინ მომხმარებლების ზრდის ტემპების გათვალისწინებით, დღევანდელი რეალობის ერთ-ერთ გამოწვევად მათთან ავტომატური კომუნიკაციის შესაძლებლობები განიხილება. კომპანიების უმეტესობა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის თავიანთ ვებსაიტსა თუ სოციალურ ქსელებში ხმარობენ ჩატბოტებს. Chatbot არის პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც აღმოაჩენს რა მომხმარებლის საჭიროებებს, ეხმარება მათი პრობლემის მოგვარებაში. ეს ჩატბოტები მომხმარებელს ან აწვდიან დიდ მენიუს უამრავი არჩევანით, ან აკავშირებენ კომპანიის თანამშრომლებთან. მომხმარებლისთვის არ არის მოსახერხებელი ასეთ მენიუებში ნავიგაცია და სასურველი არჩევნის გაკეთება, ხანდახან კი შეუძლებელიცაა: მაგალითად მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის. ვთვლით, რომ თანამედროვე ჩატბოტებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს, ამიტომაც შევქმენით ჩვენი პროგრამა-ბოტი, რომელიც იყენებს ნეირონულ ქსელებს „საუბრის შინაარსის“ ამოსაცნობად. ვიყენებთ ტრანსფორმერზე დამყარებულ მანქანური სწავლების ტექნიკა BERT-ს, რომელიც Google- ის მიერ იქნა შემუშავებული ბუნებრივი ენის დამუშავების. ჩვენ დავამატეთ ახალი შრე, შესაბამისად ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გადასცეს თავისი მონაცემები და პროგრამა ამ მონაცემებზე მოახდენს ნეირონულ ქსელის გაწვრთნას. უფრო ზუსტად, კომპანია შეძლებს მიიღოს ნეირონული ქსელი, რომელიც მის დეველოპერს დაეხმარება მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნაში. ჩატბოტს აღარ დასჭირდება ყველა ოფციის ჩამოთვლა, ეს ოფციები იქნება გაერთიანებული სხვადასხვა კლასებში. თუკი კომპანიას გააჩნია საკმარისი მონაცემების რაოდენობა და ყველა ოფციას მისცემს ცალკე კლასს, ჩატბოტს აღარ დასჭირდება არაფრის ჩამოთვლა. შევნიშნოთ, რომ ამგვარი მიდგომა მომხმარებლების ინტერფეისს უფრო სუფთას ხდის, რადგან თავიდანვე უამრავ არჩევანს არ მოგცემს და მოახდენს რა კლასიფიკაციას, შემოგვთავაზებს მხოლოდ ჩვენთვის აქტუალურს. ასე შევძლებთ გავამარტივოთ საქმე მომხმარებლებისათვის და ჩატბოტი გამოსადეგი გავხადოთ იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს Text to speech გამოყენება ტექსტის ფიზიკურად აკრეფის ნაცვლად, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ მისცენ მოთხოვნა ჩატბოტს.