ავტორიზაცია
ქართული ანიმაცია
ავტორი: დავით კუზანაშვილითანაავტორები: გიორგი კობაიძე, მირანდა მახარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ქართული ანიმაცია, ანიმაციების აღდგენა, საინფორმაციო პორტალი
ანოტაცია:
პროექტის მიზანია საინფორმაციო პორტალის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციას, შენარჩუნებას და რესტავრაციას. დღეს 300_ზე მეტი ანიმაციური ფილმია, რომელიც საჭიროებს აღდგენას. თანამედროვე ვებ ტქნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელია მარტივად მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ წვლილის შეტანა ქართული მულტიპლიკაციების რესტავრაციაში, ამიტომ პროექტში ჩაშენებულია დონაციის სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ონლაინ გადახდებთან. შედეგად მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გახდნენ დონორები. უამრავი ტექნოლოგიიდან, პროექტის განსახორციელებლად შერჩეულია ერთერთი ყველაზე გამოცდილი და ფართოდ გამოყენებადი ფრეიმვორკი .NET Core. პროექტის მცირე მასშტაბის გათვალისწინებით შერჩეულია მონოლითური არქიტექტურა, რაც კოდის სწრაფი მოდიფიკაციის საშუალებას იძლევა. იგი ჩაშლილია რამდენიმე ქვეპროექტად, ლოგიკურ ერთეულად, რათა მოვალეობები გადანაწილებული იყოს სხვადასხვა მოდულში. ასევე გამოყენებულია არაერთი პატერნი (Dependency Inversion, CQRS pattern, Builder pattern...), რაც სტაბილურობის და კოდის მარტივად გარჩევადობის საშუალებას იძლევა.