ka | en
TSU

ონლაინ დუქანი

ავტორი: გრიგოლი მიქაძე
თანაავტორები: ბექა მოდებაძე, შალვა გიგაური, გრიგოლ მიქაძე
საკვანძო სიტყვები: „Online დუქანი“, ი-კომერცია, Spring Framework, client-server, JPA Hibernate, Liquibase, Docker, Angular
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ელექტრონული კომერციის (e-commerce) ვებ აპლიკაციაზე დაფუძნებული პლატფორმის შემუშავება „Online დუქანი“. სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა კვების ობიექტების შემოთავაზებული პროდუქციის განთავსებას და მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების გაკეთებას. აღწერილი კვების ობიექტების შემოთავაზებული პროდუქციის გამაერთიანებელი, მუდმივად განახლებადი ონლაინ პლატფორმის ფუნქციონალი რომელიც მაქსიმალურად გათვლილია კლიენტის კომფორტზე. აპლიკაციის შესაქმნელად გამოყენებულია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა Java და მისი მძლავრი Spring Framework-ი. პროგრამული უზრუნველყოფისთვის გამოყენებულია client-server ტიპის არქიტექტურა. აპლიკაციის მონაცემთა ბაზებთან კომუნიკაცია განხორციელდა JPA Hibernate-ის მეშვეობით, ხოლო მონაცემთა შენახვა - MySQL რელაციურ ბაზაში. აპლიკაციის სტრუქტურა ასახულია Model-View-Controller (MVC) ფორმატში, სადაც არსებული კომპონენტები იმპლემენტირებულია JSP-ს (Jakarta Server Pages) და Servlet API-ის მეშვეობით. დეველოპმენტის პროცესში ბაზის სქემების მენეჯმენტისთვის გამოყენებულია ღია ბიბლიოთეკა Liquibase და Docker-ის მძლავრი კონტეინერი. აპლიკაციის ვიზუალიზაციისა და მომხმარებლის მხარის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენებულია Angular.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com