ka | en
TSU

სქული

ავტორი: ედუარდ ზახარიანი
თანაავტორები: ანი ბალოიანი, სასუნ მღდესიანი, გრიგორ ქოროიანი
საკვანძო სიტყვები: განათლება, ონლაინ სწავლა, სკოლა, გაციფრება
ანოტაცია:

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს თუ რამდენ დიდი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. პანდემიამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა სასკოლო განათლებასაც. პრობლემების გადასაჭრელად გამოყენებული იყო სხვადასხვა ტექნოლოგიები და მიდგომები. მიუხედავად გამოყენებული ტექნოლოგიებისა მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ტექნოლოგიების გამოყენებასთან. მიმდინარე ნაშრომის ფარგლებში შემუშავებულია Android აპლიკაცია, რომელიც ჩვენი აზრით დაეხმარება მაღალმთიანი რეგიონებისა და არაქართულენოვანი რეგიონების სკოლის მოსწავლეებს მიიღონ მაღალი დონის ცოდნა. აპლიკაციას გააჩნია მეგობრული ინტერფეისი, რომელიც ადვილია გასაგებად და გამოსაყენებლად. მისი გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა როგორც დისტანციურ რეჟიმში მოისმინოს გაკვეთილი, ასევე გამეორებით იხილოს გარკვეული გაკვეთილები, მიიღოს ინფორმაცია სასარგებლო ბმულებზე, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამეცნიერო წრეებში და ა.შ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება სასარგებლო იქნება არამხოლოდ პანდემიით გამოწვეული პრობლემებთან გამკლავების კუთხით, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com