ავტორიზაცია
აპლიკაცია რესტორნებში გადახდებისათვის
ავტორი: კონსტანტინე თირქიათანაავტორები: კონსტანტინე თირქია, მარიამ პერტია, რეზო ჯოგლიძე, ჯემალ თადუმაძე
საკვანძო სიტყვები: მობილური აპლიკაცია, რესტორანი, ონლაინ მენიუ, ანდროიდი
ანოტაცია:
სწრაფი კვებისა თუ სარესტორნო ბიზნესში მომხმარებლებს უწევთ პირდაპირი კომუნიკაცია თანამშრომლებთან მენიუს არჩევისა თუ გადახდის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში ითხოვს დიდ დროს, რიგ შემთხვევებში მაღალი მიმართვიანობა იწვევს რიგებსა და არაკომფორტულ გარემოს. საქართველოს ბაზარზე ხშირად არ გვხვდება კვების ობიექტები, სადაც აღნიშნული პროცესები პროგრამული უზრუნველყოფით არის იმპლემენტირებული. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ამ პროცესების ავტომატიზაცია მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რაც საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ დრო, თავი ავარიდოთ რიგებს და მოვახდინოთ გადახდის გამარტივება, რაც თავიდან აგვარიდებს ნაღდი ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ბარათების პირდაპირ გამოყენებას. აპლიკაცია კლიენტს მისცემს საშუალებას შეუკვეთოს და გადაიხადოს თანხა რესტორანში მიმტანთან ურთიერთობის გარეშე. რესტორნის იდენტიფიკაციისათვის აპლიკაცია გამოიყენებს მაგიდაზე განთავსებულ QR კოდს, რისი დასკანერების შედეგად აპლიკაცია ჩამოტვირთავს რესტორნის მენიუს, მენიუდან სასურველი კერძების არჩევის შემდეგ კლიენტი გადაიხდის თანხას და ამის შემდეგ დაფიქსირდება შეკვეთა. აპლიკაცია იქნება ინტეგრირებული რესტორნის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, სადაც თანამშრომელს გადასცემს ინფორმაციას შეკვეთის შესახებ. გარდა ამისა, ელოქტრონულად შეგროვებული ინფორმაციის ანალიზით მარტივად გამოვავლენთ დღის, კვირისა თუ თვის ყველაზე გაყიდვად და პასიურ პროდუქტს, რაც საშუალებას გვაძლევს დაიხვეწოს მენიუ და გაეშვას ყოველკვირეული შეთავაზებები მომხმარებელთათვის.