ავტორიზაცია
ციფრული სურათების ზუმირებისა და მობრუნების სისტემა დაფუძნებული ინტერპოლების ზოგიერთ ალგორითმზე
ავტორი: ანა შარაშენიძესაკვანძო სიტყვები: ციფრული, სურათი, დამუშავება, ზუმირება, როტაცია, ინტერპოლება, სამომხმარებლო, ვებ სისტემა
ანოტაცია:
ნაშრომის მიზანია სურათის დამუშავება: ზუმირება და მობრუნება, რიცხვითი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია, რაც არის კვლევის საგანი და უკვე დიდი შედეგები აქვს. წინამდებარე დოკუმენტში საფუძვლიანად არის აღწერილი ის მათემატიკური ნაწილი, რაც საჭიროა მის დასაუფლებლად. ნაშრომი შედგება შესავლისგან და სამი თავისაგან. შესავალი ნაწილი ეთმობა ციფრული სურათების დამუშავების სისტემების მიმოხილვას, ციფრული სურათების, მათი ფორმატების, ფერთა მოდელების განხილვასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, აღნიშნული თემის ირგვლივ. პირველი თავი ემსახურება კონკრეტული რიცხვითი მეთოდების განხილვას, რომელიც გამოყენებულია სისტემის რეალიზაციის ალგორითმებად, კერძოდ: ინტერპოლება „უახლოესი-მეზობელი”(nearest-neighbor), ბიწრფივი ინტერპოლება და ბიკუბური ინტერპოლება. მეორე თავი ეთმობა როტაციის ალგორითმებს: „საწყისიდან-საბოლოომდე“(Source to destinatioon), ინტერპოლება „უახლოესი-მეზობელი“(nearest-neighbor) და ბიწრფივი ინტერპოლება. მესამე თავში მოცემულია ციფრული სურათების ზუმირების და მობრუნების სამომხმარებლო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინსტრუქცია. და ბოლოს, ნაშრომი სრულდება შემაჯამებელი დასკვნით, დანართით და გამოყენებლი ლიტერატურის სიით. დანართის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ინტერპოლების მეთოდების პროგრამული უზრუნველყოფა, რეალიზებული C# - ზე. მეორე ნაწილში კი - სისტემის შედეგები შედარებულია მსგავს სისტემებთან(მაგ: paint, photoshop). ნაშრომის მთავარ შედეგს წარმოადგენს სამომხმარებლო ვებ აპლიკაცია, რომელიც ციფრული გამოსახულების ზუმირებისა და კუთხით მობრუნების რამოდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენებით ამუშავებს (preprocessing and processing) ციფრულ სურათებს. სისტემა არის ინოვაციური, რადგან ინტერპოლების გამოყენებით სურათის უცნობ პიქსელებს ეძებს და ავსებს სიცარიელეს, ისე რომ არ მივიღოთ პიქსელების სიჭარბე, დროის და სხვა ტექნიკური რესურსების დაზოგვის მიზნით. არსებული მიღწევების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუმცა დასმული ამოცანის უმეტესი ნაწილი შესრულებულია და ზოგიერთი მეთოდის ჩვენს მიერ შექმნილი სისტემის შედეგი თითქმის უტოლდება უკვე არსებულ პროგრამებს(Photoshop, Paint). აღსანიშნავია, რომ ნაშრომში გამოყენებულია მხოლოდ ინტერპოლების არაადაპტური მიდგომა, რომელიც ემყარება პიქსელებზე პირდაპირ მანიპულირებას, სურათის რაიმე მახასიათებლის ან შინაარსის გათვალისწინების გარეშე, შესაბამისად, მათი შესრულება მარტივია და დაანგარიშება - რეალიზება ნაკლებ დროს მოითხოვს, რაც სისტემის ღირსებაა. ციფრული სურათების დამუშავების სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, აღნიშნული სისტემა შექმნილია სასწავლო და არა კომერციული მიზნით, შესაბამისად, მას გამოიყენებენ მომხმარებლები უფასოდ, თანაც არ საჭირობს მათი მხრიდან სპეციფიკურ ცოდნას და კვალიფიკაციას. სამომავლოდ, აღნიშნული სისტემის სრულყოფაზე მუშაობა გაგრძელდება, დაემატება ინტერპოლებით რეალიზებადი რამდენიმე ფუნქცია: სურათის დაჭრა, გამოსახულების „ხმაურისგან“ გასუფთავება, გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობებს ციფრული გამოსახულებების დამუშავების და/ან წინასწარი დამუშავების ტექნოლოგიებში, განათლების, უსაფრთხოებისა და მედიცინის სფეროში.