ka | en
TSU

კერძების ინგრედიენტების აპლიკაცია CookDo

ავტორი: ქეთევან სიხარულიძე
თანაავტორები: თამაზ ჭიღლაძე, რეზო მიშველიძე
საკვანძო სიტყვები: რეცეპტები, აპლიკაცია, ინგრედიენტები, კერძები
ანოტაცია:

სამეცნიერო ნაშრომი ეხება კულინარიულ სფეროს და განკუთვნილია არამხოლოდ პროფესიონალი შეფ-მზარეულებისთვის არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის , რომელისთვისაც სამზარეულოში საქმიანობა სახალისო გამოცდილებაა . სწორედ ესაა პროექტის მთავარი მიზანი : გახადოს ყოველდღიური ცხოვრება მარტივი და მხიარული . უფრო კონკრეტულად კი , აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ შეიტყოთ თუ რა კერძის მომზადება შეგიძლიათ თქვენს ხელთ არსებული ინგრედიენტების საშუალებით.„CookDo“ მარტივად გამოსაყენებელია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის, მისი მინიმალისტური დიზაინი მომხმარებელს ხელს უწყობს, მარტივად აირჩიოს მის მაცივარში უკვე არსებული ინგრედიენტების სია, შემდეგ კი სთავაზობს სხვადასხვა კერძების ვარიანტებს, რომელთა მომზადებაც შესაძლებელია ამ ინგრედიენტებით. ის ასევე გვასწავლის ნაბიჯ-ნაბიჯ რა უნდა გავაკეთოთ და საბოლოოდ, მივყავართ სასურველ შედეგამდე.ნაშრომში განხილულია პროექტის მზადებისას წამოჭრილი პრობლემები , გამოწვევები და ასევე მათი გადაჭირს გზები და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები , რომლებიც გამოიყენება აპლიკაციის შესაქმნელად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com