ავტორიზაცია
უძრავი ქონების ონლაინ მენეჯმენტი
ავტორი: რატი შოშიკელაშვილითანაავტორები: ირაკლი კაპანაძე, ლუკა მეტრეველი
საკვანძო სიტყვები: მარტივი ფუნქციონალი, მოქნილი სამუშაო გარემო, ადვილად გამოყენებადი, ცვალებადი დიზაინი, ხელმიწასწვდომი
ანოტაცია:
ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას იყო ის, რომ მოგვეფიქრა ისეთი პროგრამული გადაწყვეტილების შექმნის იდეა, რომელიც არსებულ რეალობაში დაეხმარებოდა და გაუადვილებდა ცხოვრებას მის მომხმარებელს. ასეთი უამრავი იდეა მოგვივიდა, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდით მივხვდით, რომ ზოგიერთი ბიზნესის მართვა ფიზიკურად უფრო და უფრო არაკომფორტული და რთული ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელიც კი, ვინაიდან ახლანდელმა პანდემიამ ბევრი ფიზიკური ბარიერი წარმოშვა. სწორედ ამან მიგვიყვანა უძრავი ქონების სამართავი სისტემის შექმნის იდეამდე, ვინაიდან უფრო და უფრო რთული ხდება სახლიდან გასვლა და ბინების ფიზიკურად დათვალიერება, ჩვენი აზრით დაუფასებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც პოტენციურ კლიენტებს საშუალებას მისცემს რომ სხვადასხვა გასაყიდი უძრავი ქონება სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ დაათვალიერონ. პროექტის აღწერის დოკუმენტში უფრო დაწვრილებით ავხსნით, თუ ზუსტად რა დეტალებს მოიცავს ჩვენი პროექტი, და რა ტექნოლოგიები გამოვიყენეთ მის განსახორციელებლად.
მიმაგრებული ფაილები:
უძრავი ქონების ონლაინ მენეჯმენტი [ka]