ავტორიზაცია
"ფრთალაქიანი დროზოფილას (drosophila suzukii) პოპულაციის შესწავლა და მონიტორინგი ბლისა და მარწყვის პლანტაციებში"
ავტორი: ლუკა ჯანჯღავაანოტაცია:
ფრთალაქიანი დროზოფილა (Drosophila suzukii) ინვაზიური ხილის ბუზია, რომელიც იაპონიაში 1916 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ევროპაში კი 2009 წელს გამოჩნდა. საქართველოში ის პირველად 2018 წელს დაფიქსირდა. ამ მავნებლის ძირითადი მასპინძელი კენკროვანი მცენარეებია, ასევე ბალი და ალუბალი. მდედრმა შესაძლოა კვერცხები აგრეთვე დადოს ატამზე, გარგარზე, ქლიავსა და კარალიოკზე. ჩატარებული კვლევის მიზანია ფრთალაქიანი დროზოფილის შესწავლა და მონიტორინგი ბალისა და მარწყვის ბაღებში, მისი სწრაფი აღმოჩენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით. კვლევა დაიწყო 2021 წლის მაისში და გაგრძელდება ამავე წლის ოქტომბრამდე. კვლევის ფარგლებში გორისა და ქარელის რაიონში მდებარე ბაღებში დამონტაჟდა კომპანია Trécé-ს მიერ წარმოებული PHEROCON SVD ხაფანგები, რომლებიც ფერომონების საშუალებით იზიდავენ სამიზნე მწერებს. ხაფანგები განლაგდა 4 სხვადასხვა ლოკაციაზე. აქედან 3 არის ბალის ბაღი, ხოლო 1 მარწყვის ჰომოგენური, კომერციული პლანტაცია. თითოეულ ლოკაციაზე დამონტაჟდა 5 ხაფანგი, რომელთა შორის მანძილი 50მ-ს აღემატებოდა. ხაფანგების მონიტორინგი ხდებოდა ყოველკვირეულად. ამასთანავე ყველა ლოკაციაზე შემოწმდა ნაყოფის ხარისხი. ამ ეტაპზე არც ხაფანგებში და არც ნაყოფში არ გვხვდება ფრთალაქიანი დროზოფილა. რეგისტრირებული იქნა დროზოფილიდების ადგილობრივი სახეობები - Drosophila melanogaster და D. sp. ასევე სხვადასხვა ორფრთიანები, სიფრიფანაფრთიანები და ხოჭები. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გორისა და ქარელის რეგიონებში ფრთალაქიანი დროზოფილა ამ ეტაპზე არ გავრცელებულა, მაგრამ როგორც აღინიშნა კვლევა ოქტომბრამდე გაგრძელდება და ეს საბოლოო შედეგები არ არის.