ავტორიზაცია
მუსიკის რეკომენდაციის სისტემა
ავტორი: ნიკა საგანელიძეთანაავტორები: დავით კოკაური, ირაკლი ცუხიშვილი, ნიკა საგანელიძე, გიორგი სარალიძე
საკვანძო სიტყვები: მუსიკა, რეკომენდაცია
ანოტაცია:
ინტერნეტში მონაცემების ექსპონენციალური ზრდის გამო, უფრო და უფრო რთული ხდება სასურველი ინფორმაციის მოძიება. ეს პრობლემა მოიცავს ყველა ტიპის მედიას: ახალი ამბები, მუსიკები, ვიდეოები და სხვა. რეკომენდაციის ძრავა არის ტექნოლოგია, რომელიც მსგავსი პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს. მსგავს ალგორითმებს შეუძლიათ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მომხმარებლებს შესთავაზოს მათთვის შესაფერისი ინფორმაცია. მაგალითად, გარკვეული მედია შეიძლება მორგებული იყოს სხვადასხვა ასაკის, ნაციონალობის, სქესის და ინტერესების მომხმარებელზე. ჩვენს პროექტში, ჩვენ ვცდილობთ რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მუსიკა მათი ხასიათის და წარსული არჩევანის საფუძველზე, საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი ინტერესების დადგენა. ასევე გვინდა რეკომენდაციისას პრიორიტეტი მივანიჭოთ ნაკლებად პოპულარულ მუსიკას, რათა შემცირდეს ნახვების ცენტრალიზება. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენს აპლიკაციას ექნება უნარი, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს მათი ხასიათის შესაფერისი მუსიკა, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის და ნაკლებად პოპულარული.