ავტორიზაცია
პერსონალური ფინანსების მენეჯერი
ავტორი: გიორგი პოღოსიანისაკვანძო სიტყვები: ფინანსები, ბიუჯეტი, პერსონალური მენეჯერი, ვებ აპლიკაცია
ანოტაცია:
PFM არის ზოგადი აბრევიატურა, რომელიც შეგხვდებათ ფინანსური მომსახურების სამყაროში და ის პირადი ფინანსების მენეჯმენტს ნიშნავს. ეს ტერმინი, ჩვეულებრივ ეხება აპლიკაციებს (ან პროგრამულ უზრუნველყოფას), რომლებიც ადამიანებს საკუთარი ფინანსების მართვაში ეხმარება. ასეთ აპლიკაციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფუნქციების ერთობლიობა, რომელიც გამოადგება მომხმარებლებს და აგრეთვე ბიზნესისთვისაც იქნება სასარგებლო. PFM შეუძლია უზრუნველყოს ხარჯების ანალიზისა და ბიუჯეტის შედგენის მარტივი პროცედურების იმპლემენტაცია, რითაც მომხმარებლებს ხელს შეუწყობს აკონტროლონ მათი ხარჯები და შემოსავლები: თვალი ადევნონ, თუ სად რამდენს ხარჯავენ და საიდან რა შემოსავალი აქვთ. პერსონალური ფინანსების მენეჯერს ასევე შეიძლება ჰქონდეს უფრო მოწინავე ფუნქციები, მაგალითად მომხმარებლის საბანკო ოპერაციების ავტომატური ანალიზის საფუძველზე პერსონალური ფინანსური ტრენინგები. დღეს ბევრი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს PFM სერვისის გარკვეულ ფორმას როგორც მობილური ბანკის აპლიკაციის ნაწილს. თუმცა, მათ არ გააჩნიათ ყველა საჭირო ფუნქციონალი. თითოეული აპლიკაცია გარკვეულ ანგარიშზეა მიბმული და შეუძლებელია ერთიანად რამოდენიმე ბარათის მართვა. ასევე, მხოლოდ საკრედიტო ბარათის ტრანზაქციების ნახვაა შესაძლებელი და ნაღდი ფულით გადახდილი თანხის დახარისხების არანაირი გზა არ არსებობს. საბედნიეროდ, PFM აპლიკაციების შექმნა ყველას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირადი ბიუჯეტის მართვის სხვადასხვა საშუალება, გადავწყვითეთ ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის და იმ ფუნქციებით იქნება აღჭურვილი, რაც აკლია არსებულ აპლიკაციებს. მაღალი ხელმისაწვდომობის მისაღწევად, საუკეთესო გამოსავალი ვებ აპლიკაციის შექმნაა. მის გამოსაყენებლად მომხმარებელს მხოლოდ ვებ ბრაუზერი სჭირდება. ეს აპლიკაციას პლატფორმისგან დამოუკიდებელს ხდის და ხელს უწყობს გაეშვას ნებისმიერი მოწყობილობიდან. საერთო ჯამში, PFM არის სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ, რათა გავაანალიზოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და გავაკეთოთ სამომავლო დანაზოგი.