ka | en
TSU

ციფრული ლიტერატურა

ავტორი: გიორგი წიკლაური
საკვანძო სიტყვები: ელექტრონული ლიტერატურა, ვებ პორტალი, თანამედროვე ავტორები, ქართული ლიტერატურა.
ანოტაცია:

ციფრული ლიტერატურა არის ლიტერატურის ჟანრი, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ციფრულ მოწყობილობებზე და მათთვის, მაგალითად კომპიუტერები, ტაბლეტები და მობილური ტელეფონები. რთულია ელექტრონული ლიტერატურის ზუსტად განსაზღვრა. თავად ფრაზა ორი სიტყვისგან შედგება, თითოეულს თავისი კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. ელ.ლიტერატურის მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ: ელ.წიგნები და ჰიპერტექსტი ინტერნეტში ან მის გარეთ, ანიმაციური პოემები, რომანები, რომლებიც მიიღებს ელ.ფოსტის, SMS შეტყობინებების ან ბლოგების ფორმას, ვიდეო რომანი, რომელიც აერთიანებს აუდიოს, ტექსტს, სურათებსა და ვიდეოს, მობილური და ტაბლეტების ვერტიკალური შინაარსის შესაქმნელად და ა.შ. ქართულ ციფრულ სივრცეში გვაქვს ელ.ლიტერატურის პორტალების სიმცირე, სადაც მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ციფრული მედიის ინტერაქტიულ კონტენტს. სწორედ ამიტომ ნაშრომის მიზანია შეიქმნას პორტალი სადაც მომხმარებლებს ექნებოდათ საშუალება გაეცნონ, როგორც დიდი ისტორიის მქონე გაცოცხლებულ ლიტერატურას და ასევე საშუალება მიეცემა დამწყებ და თანამედროვე ქართული ლიტერატურულ მოღვაწეების, თავი გააცნონ საზოგადოებას. ნაშრომის საბოოლოო შედეგია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ პირველ ელექტრონული ლიტერატურის პორტალი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ასაკის მომხმარებელს ეზიაროს ქართულ ციფრულ ლიტერატურას. პორტალის ტექნიკური რეალიზაციის მიზნით შემუშავდა პორტალის კონცეპტუალური მოდელი, რომელშიც სრულადაა ასხული მისი ფუნქციონირების ყველა ასპექტები. მოდელის პროგრამული განხორციელებისათვის მოხდა სხვადასხვა ტიპის ალგორითმების (ძებნა, ამორჩევა, უსაფრთხოება და სხვ) მოდიფიცირება და მორგება ამოცანაზე. პორტალი რეალიზებულია Django, Javascript და CSS პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com